Cvens Sesaxeb

ვებ გვერდი: www.novators.ge წარმოადგენს აიპ "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის ერთერთ მთავარ პროექტს. გვერდის მიზანია საზოგადოებაში გაიზარდოს ინფორმაცია ქართული ისტორიული-კულტურული ძეგლების მიმართ. გვერდის პირველი ვერსია ჩაეშვა 2009 წელს. ტექნიკურად გვერდი შექმნილია ანზორ მჭედლიშვილის მიერ. ინფორმაციული კუთხით ვებ-გვერდზე მუშაობენ: ანზორ მჭედლიშვილი, ლელა მარგიანი, ვასილ ჭიჭაღუა,ნიკოლოზ ბერიძე, ლევან წიქარიშვილი, არჩილ მაისურაძე, ნიკოლოზ ჟღენტი, გიორგი კირთაძე. აღნიშნული ჯგუფი 2005 წლიდან მუშაობს ისტორიული ძეგლების კვლევა, ძიების, ფიქსაციის საკითხებზე. საქმეში აუცილებლად აღსანიშნავია ჩვენი პედაგოგების დიდი წვლილი. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ სხვა ადამიანებსაც, განსაკუთრებით კი შემდეგ თაობას. ამ მიზნის განხორციელების ერთერთი კარგი საშუალებაა ვებ-გვერდი. ჩვენი სურვილია უფრო ბევრმა ადამიანმა მოინახულოს საქართველო. მართალია ბევრი რამ კეთდება საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლებისათვის, მაგრამ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი ძეგლი არის აღმოსაჩენი, შესასწავლი, ბევრ ძეგლს სჭირდება რესტავრაცია, გამაგრება. გაწეული ტექნიკური დახმარებისათვის დიდ მადლობას ვუხდით მერაბ ჩიკვაიძეს და ვანო მიტიჩაშვილს.
რაც შეეხება ინფორმაციებს, რომელიც არის განთავსებული საიტზე, იგი არის მოძიებული სხვადასხვა წყაროებიდან და საიტზე განთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ეს ინფორმაციები გახდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. ჩვენ არანაირად არ ვუგულველყობთ ნაშრომების ავტორების უფლებებს.