იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია


galerea



aRwera

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ იდლეთის განაპირას, აღმოსავლეთით, გავაკებულ ფერდობზე. თარიღდება VI ს.-ის I ნახევრით. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, ნაგებობა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. ნაშენებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. დასავლეთის მხრიდან ეკლესიისთვის მოგვიანებით მიუშენებიათ მოგრძო სათავსი – ე.წ. საქალებო, რომელსაც შესასვლელი ჩრდ. და სამხ. კედლებში, ხოლო ერთადერთი სარკმელი დასავლეთ კედელში აქვს. ტაძრის გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია: აღმ.-ისა შედარებით ფართო და თაღოვანია, დანარჩენი სამი – სწორკუთხა. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა. შემორჩენილი მოხატულობა XII ს.-ისაა. გუმბათში გაირჩევა ამაღლების კომპოზიცია, საკურთხევლის კონქში ვედრება, ქვემოთ საკურთხევლის კედლებზე ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურა და მხატვრობის სხვა დაზიანებული ფრაგმენტები. იდლეთის ნათლისმცემლის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ოთხკუთხა დაბალი გუმბათი, რაც გამონაკლისია ფეოდალური ხანის ქართულ არქიტექტურაში.

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის