ძველი შუამთა


galerea



aRwera

ძველი შუამთა, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი თელავის რაიონში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. 
           კომპლექსი მოიცავს სამ ეკლესიას, რომელთაგანაც ყველაზე ძველი სამნავიანი ბაზილიკაა, იგი V-საუკუნით თარიღდება და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიმუშია.
       ასევე კომპლექსი შედის VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა. მესამე ეკლესიაც ასევე VII საუკუნეს მიეკუთვნება და შედარებით მცირეა. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა.
ამჟამად იგი მოქმედი არ არის მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეისათვის კომპლექსი უამრავ მნახველს მანსპინძლობს.