ახალი ათონის მონასტერი


galerea



aRwera

ადგილმდებარეობა: საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, გუდაუთის მუნიციპალიტეტი,  დაბა  ახალი ათონი.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები: ტაძარი, სამონასტრო შენობები.

ისტორიულ-არქიტექტურული აღწერა: 1875 წელს თანამედროვე ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთაზე, ქალკედონის ნახევარკუნძულის ათონის მთიდან (საბერძნეთიდან) მოსულმა ბერებმა წმ. პანტელეიმონის ტაძარი დააარსეს. შემდგომში, 1883-1896 წლებშიც, ახალ ათონში გრძელდებოდა  სამონასტრო ნაგებობებისა და ეკლესიის მშენებლობა.

სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ კორპუსის ცენტრში 50 მეტრიანი სამრეკლოა. სამრეკლოს ქვემოთ განლაგებულია მონასტრის სატრაპეზო, რომლის კედლები მოხატულია. სამონასტრო კომპლექსის ცენტრში აღმართულია წმ. პანტელეიმონის, ხუთი გუმბათით დაგვირგვინებული ტაძარი, რომელიც ე. წ. ახალბიზანტიური სტილითაა ნაგები და ისევე როგორც სატრაპეზო, შიგნიდან მთლიანად მოხატულია.

ამჟამინდელი მდგომარეობა: ტერიტორია  ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება  შეუძლებელია.

ახალი ათონის მონასტერს მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

წყარო: წარმოდგენილი ტექსტი და ფოტომასალა ეყრდნობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.