ბარაკონი


galerea



aRwera

ბარაკონი — ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან მდებარეობს. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ

ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. ეკლესია ერთნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა, იგი ტუფის ქვით იყო ნაშენი. მას შიგნით ალებასტრის კანკელი ამშვენებდა. ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. ეს ნაამბობია შესასვლელთა ტიმპანებში მოთავსებულ ძალიან გრძელ და მაღალფარდოვან წარწერებში. როსტომის  შენობის გეგმა ტრადიციულია - სწორკუთხედი, საკურთხევლის აფსიდი, ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძი. ორნამენტაცია ტექნიკურად კარგი შესრულებულია, მაგრამ ხისტი და დაქუცმაცებულია. საყურადღებოა მისი მჭიდრო კავშირი ეროვნულ ტრადიციასთან. ირანული გავლენის კვალი (წინააღმდეგ აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელი ძეგლების უმეტესობისა) აქ არ შეინიშნება. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე - 18,7 მ., სიგანე - 15 მ.,

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები: ლელა მარგიანის