რევაზაშენის ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

რევაზაშენის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. მდებარეობს დმანისის მუნიციპალიტეტში, თარიღდება XI საუკუნით. ნაგებია რუხი ფერის კვადრებით, ეკლესიის შესასვლელთან დევს არქიტრავის ქვა, რომლის კიდეზე ერთსტრიქონიანი წარწერაა ამოკვეთილი. ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით,  „ადიდენ ღმერთმან შიო კათალიკოზი“. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია. ეკლესიის გარშემო დიდი ნასოფლარია კონცენტრირებული. კარგად იკითხება სახლები და ქუჩები. სოფ. მამულას მოსახლეობა აღნიშნავს, რომ აქ XIX საუკუნეში თურქეთიდან გადმოსახლებული ბერძნები ცხოვრობდნენ, რომლებიც მოგვიანებით წალკაში გადასახლდნენ. როგორც ჩანს, ბერძნებს აქ დიდხანს არ უცხოვრიათ. ძველი ნასახლარის სახლები დიდი ზომის ბაზალტის ქვებითაა ნაგები, უდუღაბოდ. სახლების ფართობი საკმაოდ დიდია. ნასოფლარის მახლობლად ყორღანი  დაფიქსირდა, თარიღდება ბრინჯაოს ხანით.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის