მარტაზისხევის სამების ეკლესია


galerea



aRwera

სამების ეკლესია, ქ. მცხეთის დასავლეთით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით და წარწერის ფრაგმენტით თარიღდება XI ს-ის I მესამედით.

ეკლ. დარბაზულია (10,6X6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული. ამჟამად კამარა და სახურავი ჩანგრეულია, დანგრეულია XVI-XVII საუკუნეების მინაშენიც. შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. აღმ-ის ნახევარწრიულ ღრმააფსიდში ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ღრმა ნიშია ორივე ნიშს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. აფსიდის ნახევარწრიული კონქის საბჯენი თაღი კაპიტელებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრ. კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. კამარის საბჯენი თაღი (დანგრეულია) მარტივი პროფილის კრონშტეინზე ყოფილა დაყდნობილი.

სამხრეთის თაღოვანი კარის თავზე წარწერაა: იკითხება მხოლოდ: „კათალიკოზსა“ და „დეკსა“ (მელქისედეკ)

ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით ოთხკუთხა კოშკი (გარე ზომები 5X4,99 მ). შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით ყოველ სართულზე თითო ან ორი სარკმელი და ცალმაგი სათოფურებია. არსებული მდგომაროებიდან გამომდინარე სამების ეკლესიას ითხოვს გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.