ჩაილურის ციხე


galerea



aRwera

         ჩაილურის ციხე მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, კახეთის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს. ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. 
        ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში 1800 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.
        პარმენ ზაქარაია, ციხის რესტავრაციის შესახებ, საკმაოდ უცნაურ მოვლენას იხსენებს. 20 საუკუნისათვის ციხე საკმაოდ დაზიანებული ყოფილა. 80-იან წლებში, კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტანდარტების დაცვით, გადაწყვეტილი ჰქონდა ციხის გარკვეული ნაწილის რესტავრაცია, ხოლო ნაწილის კონსერვაცია. აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული პარმენ ზაქარაიაც, რაიკომის მდივანს მისთვის უთხოვია, ციხის სავარაუდო პირვანდელი მაკეტის შედგენა, რომელსაც მხოლოდ საექსპოზიციო სახე ექნებოდა. მომზადდა ციხის სავარაუდო პირვანდელი სახის მაკეტი. ხოლო რაიკომის მდივანმა, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ასახელებს პარმენ ზაქარაია, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, ციხე აღედგინა ამ მაკეტის მიხედვით და ასეც მოხდა, ციხე აშენდა თავიდან, ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე.