შხეფის ციხე


galerea



aRwera

        შხეფის ციხე მდებარებს დღევანდელი სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუა ნოსირში სენაკიდან 5 კმ-ში. ციხის წარმოშობა უკავშირდება ეგრისის სამეფოს წარმოშობას (IV საუკუნეს). ეგრისის სამეფოს დაშლის შემდეგ სხვა ციხეებმა დაკარგეს თავისი ფუნქციები, ხოლო შხეფის ციხე XIX-საუკუნემდე იდგა სადარაჯოზე.
      ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან, ან დასავლეთიდან ზღვის მხრიდან ელოდა. სწორედ ამ მიმართულებიდან მოსულ მტერს, თუ კოლხეთის დაბლობზე ვერ შეაკავებდნენ, შემთხვევაში თავს ჩრდილოეთით შეაფერებდნენ და სწორედ ამ მხარეს იცავდა შხეფის ციხე.
        ციხე აგებულია მთის წვერზე, სამხრეთის მხარე მიუდგომელია, დანარჩენი მხარეების კი ადვილად მისასველელი იყო მტრისათვის, ამიტომ ციხის გარშემო იყო დიდი თხრილი.
      რაც შეეხება ციხის აგების პერიოდს, არქეოლოგიური გათხრებით დადგინდა, რომ თავდაპირველი ნაგებობა აქ IV-საუკუნეში ყოფილა. ციხის გალავანი საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ გადაუკეთებიათ. ჩრდილო გალავანში ჩართული კოშკი IV-V საუკუნეებს მიეკუთვნება. თავდაპირველად იგი ოთხსართულიანი ყოფილა, დროთა განმავლობაში იატაკი ჩამპალა. კოშკის პირველი სართული ოთხიოდე მეტრის სიმაღლეზეა.
     ციხის შიგნით არის პატარა ეკლესიის ნაშთი. ასევე აღმოსავლეთის მონაკვეთში არის მოზრდილი წყალსაცავი, მაგრამ როგორც ჩანს ამ წყალსაცავში არსებული წყალი არ იყო საკმარისი ციხის გარნიზონისთვის, ამიტომ სპეციალური წყალსადენით გამოუყვანიათ წყალი, რომელიც საკმაოდ მაღალი ტექნიკითაა ნაგები, წყალი ჯერ დაღმა მიდის, ხოლო შემდეგ დინებით ადიოდა ციხეზე.
შხეფის ციხის შესახებ ადრეული პერიოდის მონაცემების არ მოგვეპოვება. გვაქვს ორიოდე ცნობა გვიან საუკუნეებზე, როდესაც ციხე ეკუთვნოდა დადიანებს.
        ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1582 წელს, მამია დადიანმა შეიპყრო ტახტის ახალგაზრდა მოცილე ლეონი და შხეფის ციხეში დაამწყვდია. მან ამ ტყვეობას ვერ გაუძლო, ციხიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
     მეორე ცნობა ციხის შესახებ დაახლოებით ამ პერიოდს მიეკუთვნება. მემატიანესგან ვიგებთ, რომ 1590 წელს იმერეთის მეფე ლევანი და მამია დადიანი შებრძოლებიან ერთმანეთს ოდიშთან, ამ ბრძოლაში მამია დადიანს გაუმარჯვია და იმერეთის მეფე ლევანი ტყვედ ჩაუგდია და ამ ციხეში ჩაუმწყვდევია. მემატიანეს გადმოცემით მეფე ამ ციხეში გარდაიცვალა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იგი მოეკლათ. 

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის