გოსტიბეს კოშკი


galerea



aRwera

სოფელი გოსტიბე საკმაოდ ძველი სოფელია შიდა ქართლში. ამ ყველაფერზე მეტყველებს ის იტორიულ-კულტურული ძეგლები, რომლებიც შემორჩენილია სოფლის ტერიტორიაზე. სოფელი გოსტიბე ადმინისტრაციულად კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. გოსტიბეს კოშკი დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთი ფერდობზე. კოშკი ამჟამად საკმაოდ დაზიანებულია. გადახურვა მთლიანად ჩანგრეულია, პირველი სართული მიწითაა ამოვსებული თავდაპირველად იგი ოთხ სართულიანი ყოფილა. პირველი სართული მიწით ყრუ ყოფილა, თავდაცვის მიზნით შესასვლელი მეორე სართულიდან იყო. მესამე სართული საცხოვრებელი ყოფილა. კოშკში ყოფილა ბუხრები, სართულებს შორის გადახურვა ხის ყოფილა

ინფორმაცია მოამზადა   ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  -  ანზორ მჭედლიშვილის