აძიკვი (გოხნარი)


galerea



aRwera

აძიკვის წმიდა გიორგის ეკლესია მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მანგლისიდან სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ბზისწყლის ხეობაში, სოფელ გოხნარის განაპირას. აღნიშნული ხეობა საკმაოდ სტრატეგიულ და განვითარებულ ხეობას წარმოადგენდა, რაზეც მეტყველებს სხვადასხვა ისტორიული, კულტურული თუ სხვა დანიშნულების ნაგებობები. რაც შეეხება წმიდა გიორგის ეკლესიას იგი XI -საუკუნით თარიღდება. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, სტილისტურად დარბაზული ტიპის ეკლესია. ნაგებია ადგილობრივი ალგეთის რუხი ქვით. ყველაზე საგულისხმო აღნიშნულ ტაძარზე არის ბაზალტის ბარელიეფი, რომელზეც ოთხი დიდებული, ფეხზემდგომი მამაკაცი და ასომთავრული წარწერაა გამოსახული. ბარელიეფი X-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება. აღნიშნული წარწერა პირველად ექვთიმე თაყაიშვილს წაუკითხავს: „ქ. სახელითა ღმთისაჲთა მე ვარაზბაკურ შევსწირე მიწაჲ თავნარული აძიკურსა ეკლესიასა სალოცავად  სულისა ჩუენისა, ვინ შეუცვალოს ანუ ლოცვისაგან კიდე რასაც ენუკევდეს, კრულ იყოს ღრმთისა დაუსაბამოჲსა პირითა ამინ“.  
 
პავლე ინგოროყვა გამოთქვამს მოსაზრებას რომ აღნიშნულ ბარელიეფზე შესაძლოა გამოსახული იყოს შოთა რუსთაველი.  
 
დღეისდღეისობით აძიკვის ეკლესია საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, ჩამონგრეულია სახურავი და კამარები. აგრეთვე სხვადასხვა ხეების ფესვებისგან საკმაოდ დაზიანებული ტაძრის დანარჩენი კედლებიც. იგი სასწრაფო ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. 
 
 
 
ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა
ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის