ბოდორნა


galerea



aRwera

       ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, დუშეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ში, მთაზე.
       ტაძრის აგების შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ეკლესიის სამხრეთ ფასადზე არსებული წარწერა, რომლის მიხედვითაც 1417 წელს, ეკლესია აუგიათ, ძველი ტაძრის ნანგრევებზე, არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცესს ქაიყუბათ კობიაშვილს. მოგვიანებით მიუშენებიათ სამხრეთიდან მცირე სამლოცველო, რომლის შესახებაც გვამცნობს დასავლეთის ფასადზე არსებული თორმეტსტრიქონიანი მხედრული წარწერა.
      არქიტექტორულად ტაძარი ჯვარგუმბათოვანია. ძირითადად ნაგებია აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობით. გუმბათი მთლიანად აგურითაა ნაშენი. თავდაპირველად ტაძარს შესასვლელი მარტო სამხრეთიდან ჰქონდა, ხოლო 1912 წლის შეკეთებისას დასავლეთიდანაც გაჭრეს  კარი. 

http://www.novators.ge/news/big_1317812594.jpg