ქედის მუნიციპალიტეტის ძეგლები

მახუნცეთის ხიდი

მახუნცეთის ხიდი საკმაოდ დიდი ზომის, ოდნავ შეისრული მოყვანილობის ნაგებობაა. ის ეყრდნობა ბუნებრივი კლდის ბურჯებს, რომელთა სიმაღლეები განსხვავებულია. კლდე ალაგ­ალაგ ქვებითაა ამოშენებული. ხიდი ნაშენია ვულკანური წარმოშობის ქვით, დუღაბზე. მისი ორივე მხარის საპირე რკალის ფლეთილ ქვებს შორის ჩასმულია ...