Zeglebis anbanuri saZiebeli


Ziebis Sedegi


კლიკის ჯვრის ეკლესია - გორის მუნიციპალიტეტი

კლიკის ჯვრის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანიდან 1 კმ-ზე, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება VII - VIII საუკუნეებით. ნაგებობა წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას (10.5 მეტრი * 10 მეტრზე), ნაგებია ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები....

კომანი - ქალაქი სოხუმი

       კომანი აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. სოხუმიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული. ჩრდილოეთით მდინარე გუმისთა ჩაუდის. ირგვლივ კი მთები აკრავს. აქ აწამეს წმიდა მოწამე ვასილისკო. წმიდანის წამების ადგილზე დღესაც....

კონდამიანის ეკლესია - თელავის მუნიციპალიტეტი

წმინდანების კოზმასა და დამიანეს მონასტრის ეკლესია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის სამხრეთ დასავლეთით, ექვს კილომეტრში, მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირზე.  ტაძარი მაღალი ქედის შუა სიმაღლეზეა განთავსებული, მცირე მოვაკებულ მოედანზე, რომელიც სამხრეთის....

კონდამიანის ქვაბები - თელავის მუნიციპალიტეტი

ძეგლი წარმოადგენს კლდეში ნაკვეთ კომპლექსს, გამოქვაბულების სისტემას, რომელიც თარიღდება შუა საუკუნეებით. მდებარეობს სოფელ ქისისხევის სამხრეთ დასავლეთით ხეობაში ამავე სახელობის მონასტრის მახლობლად. კომპლექსის სხვადასხვა გამოქვაბულები ერთმანეთთან დაკავშირებული ყოფილა გვირაბებით....

კორცხელი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან მე-8 კილომეტრზე – მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუგდიდ-წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე.

კორცხელის ეკლესიას ექვთიმე თაყაიშვილი XVII-საუკუნის პირველი....

კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია - გორის მუნიციპალიტეტი

ღვთისმშობლის ეკლესია, დგას სოფელ კოშკების ჩრდილო - აღმოსავლეთით, მდინარე სკრის მარჯვენა ნაპირზე. ძეგლი თარიღდება X საუკუნის II ნახევრით. ეკლესია დარბაზულია, შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, კონსტრუქციული ნაწილები და ფასადები, კარგად გათლილი კვადრებით. ეკლესიას....

კუმურდო - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

       კუმურდო, ესაა ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  სოფ. კუმურდოში.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის....

კუნტუსის ეკლესია - თელავის მუნიციპალიტეტი

               კუნტუსის ეკლესია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფსიტისხევის მიმდებარედ, თბილისი-თელავის საავტომობილო გზიდან 3 კმ-ში. იგი 1934-1936 წლებში შეისწავლეს ნიკო ბერძენიშვილმა და გიორგი ჩუბინაშვილმა და ამ საკმაოდ....

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია - წალკის მუნიციპალიტეტი

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშჩში მდებარეობს. აღნიშნული სოფლის ძველი სახელი გოდერძი ნარიმანიშვილის აზრით ავლადი უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ტაძარს, დარბაზული ტიპისაა, სამხრეთის მხარეს დამატებით ერთი ნავით. იგი სტილისტური გაფორმებიდან გამომდინარე....

კუშჩის წმინდა გიორგის ეკლესია - წალკის მუნიციპალიტეტი

წმინდა გიორგის ეკლესია, სოფელ კუშჩიდან 1 კილომეტრში ყიზილქილისასკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია წითელი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ფასადები სადაა. ერთადერთი დეკორატიული დეტალია აღმოსაველითს ფასადზე, სარკმლის თავზე ჩარჩოში ჩასმული....