Zeglebis anbanuri saZiebeli


Ziebis Sedegi


მახუნცეთის ხიდი - ქედის მუნიციპალიტეტი

მახუნცეთის ხიდი საკმაოდ დიდი ზომის, ოდნავ შეისრული მოყვანილობის ნაგებობაა. ის ეყრდნობა ბუნებრივი კლდის ბურჯებს, რომელთა სიმაღლეები განსხვავებულია. კლდე ალაგ­ალაგ ქვებითაა ამოშენებული. ხიდი ნაშენია ვულკანური წარმოშობის ქვით, დუღაბზე. მისი ორივე მხარის საპირე რკალის....

მეტეხი - ქალაქი თბილისი

      მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე....

მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი - კასპის მუნიციპალიტეტი

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. მეტეხში, სოფლის ცენტრში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ტაძარი, გალავანი, კოშკები და სამრეკლო. ნაგებობები რამდენჯერმეა შეკეთებული. ტაძარი ჯვარგუმბათოვანია, თარიღდება XIII ს.-ით. ნაგებია კარგად დამუშავებული ბაზალტის კვადრებით.....

მზეწვერის წმინდა გიორგი - დუშეთის მუნიციპალიტეტი

მზეწვერის წმინდა გიორგის ეკლესია, მდებარეობს სოფელ ბუჩაანის სამხრეთით არაგვის მარცხება ნაპირზე, ტყით დაფარული მაღალი მთის წვერზე. მცირე ფართობზე, განლაგებული არქიტექტურული კომპლექსი სხვადასხვა სახის ნაგებობებისაგან შედგება. მჭიდროდ განლაგებული ნაგებობები განსხვავდება ერთმანეთისგან....

მოქვის ტაძარი - ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი

     მოქვის ტაძარი ხუროთმოძღვრების ძეგლი - საკათედრო ტაძარი, რომელიც მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში ოჩამჩირის რაიონში. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967). ტაძარი სამნავიანია, სამლოცველოების მწკრივით განაპირა....

მრავალძალი - ონის მუნიციპალიტეტი

        მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მრავალძალის მახლობლად ქალაქ ონიდან 33.9 კილომეტრში ხოლო ამბროლაურიდან 24,5 კილომეტრში. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ის ჯვარ - გუმბათოვან სტილს განეკუთნება (ზომები 11 მეტრი....

მუგუთის ქვაბები - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

მუგუთის ქვაბები მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფ. დაღეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით 3-ოდე კმ-ზე, მდ. ხრამის ხეობაში.

ხეობის კანიონში შესართავთან ახლოს, ერთმანეთის პირისპირ გამოკვეთილია გამოქვაბულთა 2 ჯგუფი. მარცხენა კალთაში გამოკვეთილი....

მურჯახეთის ეკლესია - ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ეკლესია მდებარეობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში, მდინარე მურჯახეთისწყლის მარცხენა მხარეს. ერთი შეხედვით, ტაძარი გარედან უბრალო სალოცავს წააგავს, თუმცა ის ქართული ხოროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული და საყურადღებო ძეგლია. ის, რაც ტაძარს გამოარჩევს - ინტერიერია,....

მუშევანი - ბოლნისის მუნიციპალიტეტი

      მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში. სოფელი როგორც იქ არსებული ნაგებობიდან ირკვევა საკმაოდ ძლიერი ქართული დასახლება უნდა ყოფილიყო. ამჟამად სოფელში ცხოვრობს აზერბაიჯანული მოსახლეობა. 
 ....

მუცო - დუშეთის მუნიციპალიტეტი

ციხე-სოფელი მუცო მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე არდოტის ხეობის შუა წელზე, მაღალი კლდეების თავზე.ციხე-სოფელი უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორტიფიკაციო, სათავდაცვო, სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი....